,,ვინც 1980 წლამდეა დაბადებული, „მაიმუნის ყვავილი“ მათთვის საშიშროებას არ წარმოადგენს”- ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის,  იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, 1980 წლამდე დაბადებული პირებისთვის „მაიმუნის ყვავილი“ საშიშროებას არ წარმოადგენს.

,,დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც დაბადებულია 1980 წლამდე, მათთვის ეს ვირუსი საშიშროებას არ წარმოადგენს, ისინი ვაქცინირებულები არიან ამ ვირუსის წინააღმდეგ „ყვავილის ვაქცინით“. ვაქცინის შექმნას მაშინ აქვს აზრი, როდესაც ბევრი შემთხვევა გვაქვს. ვაქცინის შექმნას მაშინ აქვს აზრი, როდესაც საუბარია არა 600 და 700 შემთხვევაზე, არამედ ათეულ ათასობით შემთხვევაზე. თუ ამ ვირუსმა უფრო მეტი გავრცელება მიიღო, მაშინ აზრი აქვს ვაქცინის შექმნას“,- განაცხადა ჩხაიძემ.

ამასთან, ივანე ჩხაიძის განმარტებით, უახლოეს პერიოდში ქვეყანაში შესაძლოა „მაიმუნის ყვავილისთვის” განკუთვნილი სპეციალური PCR  ტესტი შემოვიდეს.

„ორი პრობლემა, რომელიც აქცენტირებული იყო ბოლო 2 კვირა – დაუდგენელი წარმოშობის ჰეპატიტები ბავშვებში და „მაიმუნის ყვავილი“ მოზრდილებში, აუცილებლად საჭიროებს შესაბამის ლაბორატორიულ დადასტურებას. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მზად არის და ალბათ, უახლოეს პერიოდში შესაძლებლობა გვექნება მიზანმიმართულად ვისაუბროთ იმ ტესტზე, რომელიც აღმოაჩენს „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსს. ასევე სრული მზადყოფნაა ჰეპატიტის საეჭვო შემთხვევები იდენტიფიცირებული იყოს“,- აღნიშნავს ჩხაიძე.

მსგავსი თემები