უკრაინამ პირობა დადო, რომ სარაკეტო სისტემებს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოიყენებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთმა ამერიკა დაარწმუნა, რომ ახალ სარაკეტო სისტემებს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოიყენებს.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, იარაღის ახალი პაკეტი, რასაც აშშ უკრაინას გადასცემს, ზუსტად ის, რაც მათ სჭირდებათ, თუმცა, ერთი პირობით.

„ნატო ალიანსის ტერიტორიის “თითოეულ დუიმს” დაიცავს.  დამატებითი 20 000 სამხედრო აღმოსავლეთ ფლანგზეა განლაგებული“ – აღნიშნა ბლინკენმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთად ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე.

სახელმწიფო მდივნის ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ ვაშინგტონს გარანტია მისცა, რომ აშშ-ის მიერ გადაცემული მაღალტექნოლოგიური სარაკეტო სისტემებს რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების წინააღმდეგ არ გამოიყენებენ. აშშ დარწმუნებულია, რომ კიევი ამ პირობას შეასრულებს.

 

მსგავსი თემები