კრემლში არ გამორიცხავენ, რუსეთ-უკრაინის ომში მესამე მხარე ჩაერთოს

რუსეთის საგარეო უწყება შეწუხებულია შესაძლებლობით, რომ რუსეთ-უკრაინის „კონფლიქტში“ მესამე მხარე ჩაერთვება. აღნიშნული ვარაუდი ამჯერად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა და ირიბად, ამ ქვეყნებს მიანიშნა კიდეც, რომ ეს ნაბიჯი სიგიჟე იქნება.

„რა თქმა უნდა, არსებობს რისკი, კონფლიქტში მესამე მხარე გამოჩნდეს. რასაც კიევის რეჟიმი მოითხოვს საკუთარი დასავლელი მფარველებისგან, პირველ რიგში, სცილდება წესიერებისა და დიპლომატიური ურთიერთობების ზღვარს. გარდა აღნიშნულია, ეს არის პირდაპირი პროვოკაცია საომარ მოქმედებებში დასავლეთის ჩასართავად. ევროკავშირში ყველა არა, მაგრამ, ჩრდილოეთ ნაწილში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც მზად არიან, წავიდნენ ამ სიგიჟეზე თავიანთი ამბიციების  დასაკმაყოფილებლად“ – აცხადებს ლავროვი.

 

მსგავსი თემები