„ეს არ არის ინფექცია დააცემინა და გავრცელდა, დაახველა და გავრცელდა“ – ბიძინა კულუმბეგოვი “მაიმუნის ყვავილზე”

​ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილი“ ძირითადად მამაკაცებში ვრცელდება. როგორც კულუმბეგოვმა მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, დაინფიცირებისთვის საჭიროა დაინფიცირებულთა 2 საათზე მეტი ხნის კონტაქტი, კანით კანზე შეხება ან მისი პირადი ნივთების გამოყენება.

„მაიმუნის ყვავილს“ აქვს 2 შტამი – ცენტრალური აფრიკული და დასავლეთ აფრიკული. ეს იყო ენდემური დაავადება. ძირითადად ვრცელდებოდა ცხოველებში, მღრღნელებში, მაიმუნებში და თუ ისინი ადამიანს თავს დაესხმებოდნენ, დაკაწრავდნენ და დაკბენდენ, მაშინ ემართებოდათ ადამიანებს, ენდემურად მაცხოვრებლებს. ეს ახალი შემთხვევა კი მნიშვნელოვანი და საგულისხმოა იქიდან გამომდინარე, რომ არაენდემურ დასახლებებში გავრცელდა. 20-ზე მეტ  ქვეყანაშია გავრცელებული, ბრიტანეთით დაწყებული, პორტუგალია, ბელგია, ამერიკის შეერთებული შტატები. მსგავსი შემთხვევა არასდროს ყოფილა „მაიმუნის ყვავილთან“ მიმართებაში“ – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვნა მედიაცენტრ მთავარში“.  

მისივე ინფორმაციით, ყველა შემთხვევა გამოკვლეულია, თუმცა, აფრიკაში მოგზაურობა ან ცხოველებთან კონტაქტი არცერთ ინფიცირებულს უდასტურდება.

„შემთხვევები ძირითადად არის მამაკაცებში. ძირითადად ვრცელდება კანით კანთან ახლო კონტაქტით. აფრიკში მოგზაურობიდ ისტორია ან ცხოველებთან კავშირი არცერთ მათგანს უკავშირდება. ამიტომ, ეს ყველაფერი ეპიდემიოლოგიურად ცოტა გაურკვევლობას ტოვებს. ინფექციის გადაცემისას აუცილებელია ადამიანებთან 2 მეტრიანი კონტაქტი და 3 საათზე მეტხანს ყოფნა; ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტი;  კანით კანთან კონტაქტი; ინფიცირებული ადამიანის ტანსაცმლისა და სხვადასხვა ნივთების გამოყენება. ეს არ არის ინფექცია, რომელიც დააცემინა და გავრცელდა ან დაახველა და გავრცელდა. მას დიდი პანდემიის გამოწვევა 99%-იანი ალბათობით არ შეუძლია. მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულებისთვისა და 8 წლამდე ბავშვებისთვის. ამიტომ, ქვეყანაში მზაობა უნდა გვქონდეს“ – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა მედიაცენტრ მთავართან“.

 

მსგავსი თემები