,,მთავარი გამოწვევები არის ბავშვთა სიღარიბე და ძალადობა”- დავით სერგეენკო

პარლამენტის ვიცე- სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ბავშვის უფლებების კუთხით მთავარი გამოწვევები ბავშვთა სიღარიბე და ძალადობაა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხების მოსაგვარებლად, სახელმწიფო უწყებების კოორდინაცია არის გადამწყვეტი.

„საქართველოს პარლამენტმა სამი წლის წინ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი კანონი – ბავშვის უფლებათა კოდექსი. ბავშვთა უფლებებში მეორე რიგის პრიორიტეტები არ არსებობს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, მთავარი გამოწვევები არის ბავშვთა სიღარიბე, ძალადობა და ოჯახის განმტკიცება, სადაც ბავშვი იზრდება. ამ მხრივ, სახელმწიფო უწყებების კოორდინაცია არის გადამწყვეტი.

არსებული სოციალური დახმარების სისტემას აქვს ორი პრობლემა, ერთი ის, რომ ცოტაა და მეორე ის, რომ იყო გარკვეული დემოტივატორი დასაქმების. დამატებით ნაბიჯები იყო საჭირო, 2018 წლამდე ეს იყო პლუს 10 ლარი ერთ ბავშვზე, 2018 წელს გახდა პლუს 50 ლარი, 2020 წელს თუ არ ვცდები ეს გახდა 100, ხოლო ახლა, პრემიერის გადაწყვეტილებით ეს გახდა 150 ლარი. ყველა ექსპერტის შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ ბავშვთა სიღარიბე შემცირდეს,”- აღნიშნა სერგეენკომ.

მსგავსი თემები