სავარაუდოდ, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დღეს ძმები კაკულიები საქართველოში იმყოფებოდნენ

ნიკო კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატის, პაატა მეხრიშვილის განცხადებით, კვარაცხელიას მკვლელობის დღეს ძმები გურამ და დავით კაკულიები საქართველოში იმყოფებოდნენ.

ადვოკატის თქმით, მკვლელობის შემდეგ დანაშაულში მსჯავრდებული ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ძმებ კაკულიებს გაგარინის ქუჩაზე შეხვდნენ. ოჯახი ნიკა კვარაცხელიას საქმეში ძმებ კაკულიების როლის დადგენას ითხოვს.

კვარაცხელიას საქმის პროკურორისთვის უცნობია, კაკულიები კვარაცხელიას მკვლელობის დღეს იყვნენ თუ არა თბილისში და შეხვდნენ თუ არა მკვლელობის შემდეგ დანაშაულში მსჯავრდებულებს.

შეგახსენებთ, 2021 წლის 15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ნიკა კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, კვარაცხელია საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მსგავსი თემები