არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით შუახნის მამაკაცი დააკავეს

შიდა ქართლში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით შუახნის მამაკაცი დააკავეს. მსხვერპლი კი მე-5 კლასის მოსწავლე ბიჭია, მოძალადე კი 60 წლამდე ასაკის მწყემსი.

გავრცელებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი 1 წლის განმავლობაში ძალადობდა მოზარდზე. 11 წლის ბიჭს მოძალადე, ხმის ამოღების შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი თემები