„ევროპის სახალხო პარტიის ტრიბუნიდან პირდაპირ დასცინეს მართლმსაჯულების იდეას, მოკლულ გირგვლიანს, მის ოჯახს”- შალვა პაპუაშვილი

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ მაგართული კონგრესის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, „ევროპის სახალხო პარტიის“ მაღალი ტრიბუნიდან პირდაპირ დასცინეს ქართულ მართლმსაჯულებას.
„ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე ცარიელ სკამს და სახელსა და გვარს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმე სურათი იყო. ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ მაღალი ტრიბუნიდან პირდაპირ დასცინეს მართლმსაჯულების იდეას, მოკლულ გირგვლიანს, მის ოჯახს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ქართველი ხალხის სურვილს, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს და დასცინეს ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებას – კანონის უზენაესობას. პატრონაჟი და პროექცია, რასაც ჩვენ ვხედავთ „ევროპის სახალხო პარტიის“ მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არ არის ევროპული ღირებულება. ევროპული ღირებულება არის კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულების აღსრულება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ კუთხით მძიმე სურათია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, შალვა პაპუაშვილის განცხადებით,  „ნაციონალურ მოძრაობის“ ინტერესები სცილდება ქვეყნის ინტერესებს.
„როდესაც დარჩენილია რამდენიმე დღე, რათა ჯერ კომისიამ და შემდეგ უკვე ევროპულმა საბჭომ რეკომენდაციები, გადაწყვეტილებები მიიღოს, ვნახეთ, რომ მათთვის მთავარი საკითხი არის კვლავ მათი პარტიული კოლეგები, სააკაშვილი და ა.შ. ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ სინამდვილეში „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციის ნაწილს აქვს აბსოლუტურად სხვა დღის წესრიგი, რომელიც აცდენილია ქვეყნის და ხალხის ინტერესს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები