,,ნონა მამულაშვილი ამბობს პარლამენტიდან წასვლა მინდაო, ვეუბნები, წადი”- დავით უსუფაშვილი

„ლელოს“ წევრის დავით უსუფაშვილი ნონა მამულაშვილის განცხადებას პასუხობს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნონა მამულაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს.

დავით უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ ნონა მამულაშვილს თუ სურვილი აქვს, შეუძლია  პარლამენტი დატოვოს.

„თუ არ უნდა, დატოვოს პარლამენტი, რა პრობლემაა? ანუ, რას ამბობს, ვერ ვივარგე პარლამენტში და ამიტომ წავიდეო? – წავიდეს. ანუ, პარლამენტში სუსტი ვარ და უნდა წავიდეო? – წავიდეს. სხვა რა ვთქვა? მისგან ამ თემის წამოწევა რატომ ხდება, მართლა არ ვიცი. ასეთი განცხადებები „ლელოს“ არ ასუსტებს, თავისმა პარტიამ თავად გასცეს პასუხი. აგერ ვდგავარ მე, მამულაშვილი ამბობს წასვლა მინდა და ვეუბნები – წადი-თქო. აქ ჩემს გამო შემოვიდა?, – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

,,ნაცმოძრაობის ბრძოლის სტრატეგია სუსტია”- ნონა მამულაშვილი

 

 

მსგავსი თემები