უკრაინის რადას გადაწყვეტილებით სახალხო დამცველი თანამდებობიდან გათავისუფლებულია

უკრაინის რადამ ლუდმილა დენისოვა უკრაინის ომბუდსმენის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ლუდმილა დენისოვას ომბუდსმენის თანამდებობიდან გათავისუფლებას 234-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

,,ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზებისას, პატიმრების დაცვისა და გაცვლის დროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოქალაქეებისა და ბავშვების დეპორტაციის პერიოდში და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა ღონისძიებების კუთხით უფლებამოსილების სისტემატური შეუსრულებლობა. ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალადობრივად ჩადენილი სექსუალური დანაშაულებისა და „ბავშვთა გაუპატიურების მრავალ დეტალზე ომბუდსმენის მხრიდან მედიასთან ზედმეტად ყურადღების გამახვილება, რომლებიც არ იყო მტკიცებულებით დადასტურებული და ზიანი მოჰქონდა მხოლოდ უკრაინისთვის“, – აცხადებს, პარტია ,,ხალხის მსახურის”წევრის, პაველ ფროლოვი.

]პაველ ფროლოვის ცნობით,  24 თებერვლის შემდეგ ლუდმილა დენისოვა ხანგრძლივად იმყოფებოდა საზღვარგარეთ არასამუშაო მისიებში.

მსგავსი თემები