,,სანქციები მიმართულია სწორედ რუსი ხალხის წინააღმდეგ, მათ ჩვენ ყველა ვძულვართ”- დიმიტრი მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები არა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის, არამედ რუსი ხალხის წინააღმდეგაა მიმართული. მისი თქმით, დასავლეთს რუსი ხალხი სძულს.

„ეს სანქციები მიმართულია სწორედ რუსი ხალხის წინააღმდეგ. მათ ჩვენ ყველა ვძულვართ! ეს გადაწყვეტილებები ეფუძნება სიძულვილს რუსეთის მიმართ – რუსების, მისი ყველა მცხოვრების მიმართ. რაც არ უნდა იბუტბუტონ ამერიკელმა და ევროპელმა ბებია-ბაბუებმა: „ჩვენ ვსჯით თქვენს უფროსებს, მაგრამ თქვენ, უბრალო მოქალაქეები გვიყვარხართო“ – სისულელეა.

რა არის რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების და სხვა სახელმწიფო აქტივების დაკავების მიზანი? ეკონომიკის გაუარესება, რუბლისთვის დარტყმის მიყენება, ინფლაციის გაზრდა და მაღაზიებში ფასების ზრდა, რაც ნიშნავს ჩვეულებრივი რუსის ცხოვრების დონის გაუარესებას. იგივე ითქმის რუსეთიდან ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე ემბარგოს დაწესებაზე: ბიუჯეტის შემოსავლების შემცირება და სახელმწიფოს იძულება, უარი თქვას სოციალურ ვალდებულებებზე, ქალაქსა და ქვეყანაში გადასახადების გადამხდელებისთვის დარტყმის მიყენება,“- აცხადებს მედვედევი.

მსგავსი თემები