,,რაც უფრო ძლიერი იქნება სანქციები, მით უფრო სწრაფად დასრულდება ომი”- კრიშიანის კარინშსი

ლატვიის პრემიერ-მინისტრი კრიშიანის კარინშსის განცხადებით, რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯია.

„ყველა წევრ ქვეყანას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებული არ იყოს. ბოლო 20, 30 წლის განმავლობაში, ქვეყნებმა შექმნეს ინფრასტრუქტურა, რომელიც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე და ჩვენ ძალიან სწრაფად ვშორდებით მას. ზოგიერთი წევრი სახელმწიფოსთვის ეს უფრო ადვილია, სხვა წევრი ქვეყნებისთვის კი უფრო რთულია პორტების, ინფრასტრუქტურის ნაკლებობის გამო, მაგრამ ყველა ერთი მიმართულებით მოძრაობს“, – განაცდა კარინშმა.

კარინშის ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიმკაცრე, ომის ხანგრძლივობაზე აისახება.

„გუშინ ჩვენ შევთანხმდით სანქციების მეექვსე რაუნდზე, რომელიც მოიცავს ნავთობს, ეს შეამცირებს ევროკავშირში რუსული ნავთობის ექსპორტის დაახლოებით ორ მესამედს. ეს არის ძალიან, ძალიან კარგი ამბავი. რაც უფრო ძლიერი იქნება სანქციები, მით უფრო სწრაფად დასრულდება ომი. ვფიქრობ, ეს ფანტასტიკური ნაბიჯია სწორი მიმართულებით, რათა რუსეთს კიდევ უფრო გაურთულდეს უკრაინაში აგრესიული ომის დაფინანსება“, – აღნიშნა ლატვიის პრემიერმა.

მსგავსი თემები