საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის განაცხადებთან დაკავშირებით შედეგი სავარაუდოდ, ივნისში იქნება

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჯოზეფ  ბორელის განცხადებით, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის განაცხადებთან დაკავშირებით შედეგი სავარაუდოდ, ივნისში იქნება.

„ვაცადოთ ევროკომისიას საკუთარი სამუშაოს შესრულება. ჩვენ ვნახავთ შედეგს სავარაუდოდ, ივნისში“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს გუშინდელი სხდომის შემდეგ საბჭოს ვებგვერდზე დასკვნითი განცხადება გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭო საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადების საკითხს ივნისის შეხვედრაზე დაუბრუნდება.

მსგავსი თემები