,,მთელი ოპოზიცია ამბობს, თითქოს, საქართველოს ევროინტეგრაციას უჭერს მხარს, თუმცა რეალურად სხვა მიზნები და ჩანაფიქრები აქვთ”- მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უფრო მნიშვნელოვანია ხელის შეშლა ევროინტეგრაციისთვის, ვიდრე ქვეყნის გამარჯვება.

„ეს მართლაც დასანანია, რადგან მნიშვნელოვანია ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტებზე ვისაუბროთ, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ პრიორიტეტსა და ინტერესებზე. ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან, კოლეგებისგან ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილებას ვისურვებდი, ვიდრე სხვა რამეზე. ჩვენ თვალს ვადევნებთ, როცა მთელი ოპოზიცია ამბობს, თითქოს, საქართველოს ევროინტეგრაციას უჭერს მხარს, თუმცა რეალურად სხვა მიზნები და ჩანაფიქრები აქვთ. ეს არის ვიწროპარტიული ინტერესები, რომელიც ხშირ შემთხვევაში ქვეყნის საერთო ინტერესებს ეწინააღმდეგება და სამწუხაროდ, ევროინტეგრაციის პროცესი გამონაკლისი არ აღმოჩნდა. ბევრი რამ მიუთითებს, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უფრო მნიშვნელოვანია ხელის შეშლა და ხელისუფლების ამ გზით დაზიანება, ვიდრე ქვეყნის გამარჯვება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

„ევროპის სახალხო პარტია“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებით, განცხადებას ავრცელებს

მსგავსი თემები