,,არც ვაქცინა გვაქვს და არც ანტივირუსული პრეპარატი”- ბიძინა კულუმბეგოვი „მედიაცენტრ მთავარში“

,,მაიმუნის ყვავილი არ არის ინფექცია, რომელიც დაცემინებით გავრცელდება, მას მასშტაბური პანდემიის გამოწვევა 99%-იანი ალბათობით არ შეუძლია,”- ამის შესახებ, ალერგოლოგმა , იმუნიზაციის ეროვნული საბჭოს წევრმა  ბიძინა კულუმბეგოვმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ,,მაიმუნის ყვავილი” ახლად გაჩენილი ვირუსი არ არის და მის სამკურნალოდ, უკვე არსებობს ორი ანტივირუსული პრეპარატი.

„მაიმუნის ყვავილი ახლად აღმოცენებული არ არის, მისი გენომური შინაარსი ცნობილია. „ყვავილის“ ვაქცინით აცრილები, დიდი ალბათობით დაცულები არიან „მაიმუნის ყვავილისგან“. დღეისთვის, არსებობს 2 ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც ამერიკის დაავადებათა კონტროლის და წამლისა და სურსათის სააგენტოს მიერ ნებადართულია. ისინი ყვავილის წინააღმდეგ გამოიყენება, მათ ანალოგიური დაცულობის და განკურნების მექანიზმი აქვთ „მაიმუნის ყვავილზე“. როდესაც არის ორი პრეპარატი და ვაქცინა, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია,”- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა „მედიაცენტრ მთავარში“.

ალერგოლოგის განმარტებით, „მაიმუნის ყვავილის” ორი შტამი ვრცელდება მსოფლიოში, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა აღნიშნულმა ვირუსმა პანდემია გამოიწვიოს.

„მაიმუნის ყვავილს“ ორი შტამი აქვს ცენტრალური და დასავლეთ აფრიკული, ეს ენდემური დაავადებაა, თუმცა, საინტერესოა, რომ არაენდემურ არეებში გავრცელდა, კერძოდ, 20-ზე მეტ ქვეყანაში. შემთხვევები ძირითადად ფიქსირდება მამაკაცებში. „მაიმუნის ყვავილი“ ეპიდემიოლოგიურად ცოტა გაურკვევლობას ტოვებს და მოლოდინის წინაშე გვაყენებს. ადამიანებთან, აუცილებელია 3 საათზე მეტი 2-მეტრიანი კონტაქტი, რომ დავინფიცირდეთ. ეს არ არის ინფექცია, რომელიც დაცემინებით გავრცელდება, მას დიდი პანდემიის გამოწვევა 99%-იანი ალბათობით არ შეუძლია. ქვეყანას ამ მიმართულებით მზაობა უნდა ჰქონდეს, არც ვაქცინა გვაქვს და არც ანტივირუსული პრეპარატი. დარწმუნებული ვარ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს განაცხადი აქვს გაკეთებული და მედიკამენტი ხელმისაწვდომი იქნება“, – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

ზაფხულში, შესაძლოა შემთხვევების მატება იყოს – ბიძინა კულუმბეგოვი “მედიაცენტრ მთავარში”

 

მსგავსი თემები