,,არსებობს გარკვეული რისკი, რომ ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში დაიწყოს შემთხვევების მატება”- ბიძინა კულუმბეგოვი „მედიაცენტრ მთავარში“

,,არსებობს გარკვეული რისკი, რომ ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში დაიწყოს შემთხვევების მატება”,- ამის შესახებ, ალერგოლოგმა , იმუნიზაციის ეროვნული საბჭოს წევრმა  ბიძინა კულუმბეგოვმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიის დასრულებასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იღებს, თუმცა მეცნიერული და ეპიდემიოლოგიური საფუძვლებიდან გამომდინარე აღნიშნული ვერდიქტი ვერ იქნება ჯერჯერობით მიღებული.

,,ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არის ის უწყება, რომელმა უნდა თქვას საბოლოო ვერდიქტი პანდემიის დასრულებასთან დაკავშირებით. ისინი ამ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ და ამას აქვს მეცნიერული და ეპიდემიოლოგიური საფუძვლები. დღეს მსოფლიოში კორონავირუსის ყოველდღიური რიცხვების გენერირება,  არ არის იმ დონზე მიღწეული, რომ პანდემიის დასრულების შესაძლებლობას იძლეოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფექცია, გარკვეულწილად ზოგიერთ ქვეყანაში დაღმავალი და სტაბილურია, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში, მაინც არსებობს გარკვეული რისკი, რომ ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში დაიწყოს შემთხვევების მატება,”- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა „მედიაცენტრ მთავარში“ .

ამასთან, ალერგოლოგის განმარტებით, დღეს მსოფლიოში ომიკრონის ქვევარიანტები ცირკულირებს, რაც აჩენს ინფექციის მასშტაბურად გავრცელების საფრთხეს.

,,არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ომიკრონის ის ვარიანტი, რომელიც დღეს მსოფლიოში ცირკულირებს, ქვევარიანტები გაუჩნდა. BA2 ქვევარიანტი ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გახდა დომინანტური შტამი ამერიკაში. ყველა რისკის გათვალისწინებით, შესაძლოა ინფექციის გავრცელებამ დიდ მასშტაბებს მიაღწიოს შემოდგომის პერიოდში. ასე რომ, ჯერჯერობით, იმის თქმის შესაძლებლობა, რომ პანდემია დასრულებულია და ჩვენ მშვიდად ვიგრძნოთ თავი არ გვაქვს,”- აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი.

ზაფხულში, შესაძლოა შემთხვევების მატება იყოს – ბიძინა კულუმბეგოვი “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები