თუ საქართველო მკლავჭიდის ჩემპიონატს რუსეთთან ერთად ჩაატარებს, პუტინი სრულ დაფინანსებას საკუთარ თავზე იღებს

„მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის“ პრეზიდენტი ადასტურებს ინფორმაციას, რომ რუსეთისგან წინადადება მიიღო. საუბარია სანქციების გვერდის ავლით,  ჩემპიონატის მესამე ქვეყანაში ჩატარებაზე. საჭირო თანხას კი მთლიანად რუსეთი დაფარავს.

როგორც სოსო ჯაჟვლიანმა მედიაცენტრ მთავართან“ გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას რუსული მხარე დაუკავშირდა.

„დამიკავშირდა რუსეთის მკლავჭიდის ფედერაციის ხელმძღვანელი და შემომთავაზა საქართველოს დისკვალიფიცირებულმა სპორტსმენებმა (სამინისტროს ბრალით) და უკრაინაში მიმდინარე ომის გამო დისკვალიფიცირებულმა რუსეთისა და ბელორუსიის ნაკრებებმა სევასტოპოლში ერთად ჩავატაროთ ტურნირი მკლავჭიდში. რუსეთის მკლავჭიდის ფედერაციის ხელმძღვანელის თქმით, ტურნირი სრულად დაფინანსდება მათ მიერ და გამარჯვებულები მნიშვნელოვან ფინანსურ პრემიებსაც მიიღებენ.

ცხადია, საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია გამორიცხავს, მსგავს ტურნირში მონაწილეობას. ამავე დროს, ეს ფაქტი კარგად წარმოაჩენს, რა უმძიმეს მდგომარეობაშია ქართული მკლავჭიდი. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც არსებობს პერსპექტივა, რომ მკლავჭიდი მალე გახდეს სპორტის ოლიმპიური სახეობა. საქართველოს ყავს მსოფლიოში საუკეთესო სპორტსმენები, რომელთა სპორტულ პერსპექტივას დიდ კითხვის ნიშანს უსვამს სამინისტროს მთელი რიგი უკანონო და დანაშაულებრივი ქმედებები“ – განაცხადა ჯაჭვლიანმა მედიაცენტრ მთავართან.“

მსგავსი თემები