ყირიმ-კონგოს ცხელებით 63 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ შოლავერში 63 წლის კაცი ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით, 63 წლის კაცი თავდაპირველად ადიგენის, შემდეგ კი თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს.

„ჩვენთან შეტყობინება შემოვიდა 25 მაისს. ეპიდკვლევებით აღმოჩნდა, რომ ეს პიროვნება 19 მაისს შევიდა ადიგენის “ევექსის” კლინიკაში და მას უფიქსირდებოდა მწვავე გულ-ფილტვის უკმარისობა, მეორე დღეს კატასტროფის ჯგუფმა გადაიყვანა თბილისში. იქ კონკრეტულად რა მოხდა ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ოჯახს ვესაუბრეთ და გადმოცემით ვიცით, რომ 26-ში დაეწყო სისხლდენა, მათ მიტანეს ეჭვი ყირიმ-კონგოზე. დადასტურებიდან ორ დღეში დაიღუპა“,- აცხადებს ექიმი.

მსგავსი თემები