დაჭრილი მოსწავლის ოპერაცია დასრულდა

15 წლის მოზარდს დანა მუცლის არეში აქვს ჩარტყმული. მეათე კლასის მოსწავლე სიკვდილს გადაურჩა. თბილისში, სკოლის შენობაში დაწყებული კონფლიქტი გარეთ, ავტოფარეხებთან გაგრძელდა. კონფლიქტში მეათე და მეცხრე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მოზარდის ოპერაცია ახლახან დასრულდა. მას მუცლის ღრუში მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული. დაპირისპირებაში ორი სხვადასხვა კლასი მონაწილეობდა. გაწყებულია გამოძიება, პოლიციის განყოფილებაში სკოლის მოსწავლეებს კითხავენ. კონფლიქტში დაახლოებით 15 მოსწავლე მონაწილეობდა. დაჭრა სწორედ ავტოფარეხის შენობაში მოხდა.

თბილისში სკოლის მოსწავლე დაჭრეს

მსგავსი თემები