ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მთავარ საკითხად რჩება

ევროპარლამენტის თავმჯდომარის, რობერტა მეცოლას განცხადებით, სამი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება პრიორიტეტია.

„ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც დღეს ვისაუბრებ. ჩვენთვის, როგორც ვთქვით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის და მოლდოვისთვის რჩება პრიორიტეტად. სხვაგვარად რა იქნება ის გზავნილი, რომელსაც ჩვენ ვუგზავნით ამ ქვეყნების ხალხს. ამიტომ, ველოდებით ევროკომისიის შეხედულებას. ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინამ უპასუხა კითხვარს სინათლის სიჩქარით და სწორედ ამ სიჩქარით ველოდებით ევროკავშირისგან შემდგომ ნაბიჯებს. ევროპარლამენტი გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია ჩვენი ინსტიტუციური ძალაუფლების ფარგლებში“ – აღნიშნა რობერტა მეცოლამ.

 

მსგავსი თემები