,,მთელმა ოპოზიციამ მოვაწერეთ წერილს ხელი, გავაგზავნეთ ევროკავშირში და ვთხოვეთ, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“- ლევან იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში განვლილი გზის გათვალისწინებით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას. მისი თქმით, მოქალაქეებს მოლოდინი უნდა გაუმართლდეთ.

„საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. იმსახურებს იმ გზის გამო, რაც განვლო ბოლო 30 წლის განმავლობაში. იმ ომების გამო, რაც მან გადაიტანა რუსეთთან ბოლო 30 წლის მანძილზე. ასევე ხალხის განწყობებისა და დამოკიდებულების გამო, რაც აქვთ ევროკავშირის მიმართ. ამ ყველაფრის გამო საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. ვფიქრობ, ჩვენს მოქალაქეებს მოლოდინი უნდა გაუმართლდეთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

იოსელიანის თქმით, მან არ აქვს ინფორმაცია, თუ ვის სურს ოპოზიციიდან, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.

„რაც შეეხება ოპოზიციის მცდელობას, რომ ეს საქმე ჩაშალოს, არ ვიცი, ასეთი ვინ არის. მაშინ მათ შესახებ ხმამაღლა უნდა ითქვას. ჩვენ რაც გავაკეთეთ, გავაკეთეთ ის, რომ მთელმა ოპოზიციამ მოვაწერეთ წერილს ხელი, გავაგზავნეთ ევროკავშირში და ვთხოვეთ, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

მსგავსი თემები