ადვოკატის განცხადებით, ძმებ კაკულიებს ნიკო კვარაცხელიას და არაყიშვილზე მომხდარ თავდასხმასთან კავშირი არ აქვთ

შსს-მ გვიან ღამით, არაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ძმები კაკულიები დააკავა. დაკავებულებს უკვე შეხვდა ადვოკატი. კაკულიები იარაღის უკანონო შენახვაზე ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ იარაღი თვალით არ უნახავთ.

,,ჯერ ოფიციალურად მათ ბრალი არ აქვთ წაყენებული, თუმცა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვას ედავებიან, მათი დაკავება მოხდა დღეს, გამთენიისას. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ თითქოს ორი დღის წინ ვაკეში მომხდარ დაჭრასთან ან იგივე ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან რაიმე შემხებლობა ჰქონდეთ არის სრული აბსურდი და სრული სისულელე. დუმილის უფლებას იყენებენ და ბრალს არ აღიარებენ”,- განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის ცნობით,  კაკულიებს არაყიშვილზე მომხდარ თავდასხმასთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

მსგავსი თემები