„ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივმა ბანდამ გადაწყვიტა ტურისტული სეზონისთვის ხელის შეშლა”- თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის” წევრები ცდილობენ ხელი შეუშალონ ტურისტულ სეზონს. მისი თქმით,  „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცადა სააკაშვილის მხარდაჭერის მიზეზით, აქციების ჩატარებით, მომხდარიყო წარმატებული ტურისტული სეზონის ხელოვნურად ჩაშლა.

„ტურიზმის მიმართულება არის პრიორიტეტი და როგორც არა ერთხელ აღგვინიშნავს, არაერთი სიახლე, ინიციატივა გვაქვს და მომავალში მეტი გვექნება. რამდენიმე დღის წინ ყველანი გავხდით მომსწრე, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ბანდის მხრიდან მომხდარიყო სეზონის ხელოვნური დაზიანება. ბოლო სამი წელი მოქალაქეების, ხალხისთვის იყო გამოწვევებით სავსე, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე და ახლა უკვე ამ ბანდამ გადაწყვიტა კოვიდის ჩანაცვლება ხელოვნური მიზეზით. ყველამ ვიცით, რომ პატიმარი სააკაშვილი არ იხდის სასჯელს ბათუმში და მეორე, არც არავინ აპირებს მის გამოშვებას, ვიდრე ბოლომდე არ მოიხდის სასჯელს. ეს ყველაფერი იყო მიმართული იმისკენ, რომ მომხდარიყო წარმატებული ტურისტული სეზონის ხელოვნურად დაზიანება. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, მოქალაქეებს მეტად დაუმძიმოს ისედაც მძიმე ყოფა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ხალხს უჭირდა სესხის გადახდა, შემოსავლები შემცირდა ტურიზმის სექტორიდან, ამიტომ, ყველა, ვინც გაბედავს, ხალხს შეუქმნას ზედმეტი დაბრკოლება, კანონის სრული სიმკაცრით წაიმტვრევს კისერს“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მსგავსი თემები