ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ანალიზები გაუარესებულია

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ,,ვივამედში”  ადვოკატმა მოინახულა. დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, სააკაშვილის ანალიზის პასუხები გაუარესებულია. მისივე  ცნობით, სავარაუდოდ, ხვალ დამოუკიდებელი ექსპერტები მოინახულებენ სააკაშვილს.

,,ანალიზებში არსებული მაჩვენებლების შესახებ დეტალები ჩემთვის უცნობია, მაგრამ ჩემთვის ცნობილია, რომ არა თუ გაუმჯობესებაა, პირიქით, გაუარესებაა. ეს განჩინება დღეს უკვე ჩაბარდება პენიტენციურ სამსახურს და წესით ხვალ ან დღეს გვიან ექსპერტებს მიეცემათ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა,“ – აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.

მსგავსი თემები