,,ჩვენ უკრაინის ომის შემდგომი აღდგენის გეგმებს ვაწყობთ“- ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადეbით,  ვლადიმერ პუტინი მის მიერ წამოწყებულ ომში დამარცხდება.

„ჩვენ თქვენთან, უკრაინელებთან ერთად ვართ გონებითა და გულით. პუტინი ვერ გაიმარჯვებს. ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, ჩვენ ერთიანები ვართ. ჩვენ უკრაინის ომის შემდგომი აღდგენის გეგმებს ვაწყობთ“, – განაცხადა შოლცმა.

გერმანიის კანცლერის ცნობით, გერმანიამ 800 ათასი ლტოლვილი მიიღო უკრაინიდან და პარტნიორებთან ერთად აგრძელებს უკრაინის დახმარებას.

მსგავსი თემები