,,უნდა გავუძლოთ, ომი ხანგრძლივი იქნება”- ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი კომისარის საგარეო საქმეთა საკითხებში, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ შესაძლოა გაგრძელდეს. ბორელი რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას  ითხოვს.

,,ჩვენ უნდა გავუძლოთ. ომი ხანგრძლივი იქნება, რუსეთის ქმედებების აგრესიულობა მხოლოდ გაიზრდება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის საბრძოლო საშუალების მიწოდება, ასევე რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა” – განაცხადა ბორელმა.

ბორელის ცნობით, სანქციები რუსეთის ეკონომიკას მნიშვნელოვნად აზარალებს, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს პოზიციები გაიმყაროს მოლაპარაკებებში.

მსგავსი თემები