,,სრული პასუხისმგებლობა სად იქნება საქართველო ეკისრება ხელისუფლებაში მყოფ ძალას”- ხათუნა სამნიძე

„რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, დასავლეთზე და ოპოზიციაზე თავდასხმის ნაცვლად „ქართულმა ოცნებამ“  მიიღოს კონკრეტული ზომები უნდა მიიღოს,  ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

„ქვეყანაში „ქართული ოცნება“ დიდი ხანია შიშის დათესვის პოლიტიკას ეწევა. ხან ომზე საუბრობს და ომში ჩართვის ბრალდებით გამოდის. ახლა უკვე აშინებენ საზოგადოებას, რომ შესაძლოა სტატუსი ვერ მივიღოთ. იმის ნაცვალდ, რომ საუბრობდეს ოპტიმიზმზე და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა მივიღოთ პოზიტიური პასუხი, ისევ გადასულია თავდასხმაზე, უკვე შანტაჟით ესაუბრება არა მხოლოდ ამერიკის საელჩოს, უკვე გადავიდა ევროკავშირის დაშანტაჟებაზე. კობახიძეს და მთელ „ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი ასეთი თავდასხმების ნაცვლად ისაუბრონ კონკრეტულ ნაბიჯებზე თუ რას აკეთებს „ქართული ოცნება“, რა არის მათი სამოქმედო გეგმა, რომ მომავალ კვირას პოზიტიური პასუხი მივიღოთ. დასავლეთზე და ოპოზიციაზე თავდასხმის ნაცვლად „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მიიღოს კონკრეტული ზომები, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

სრული პასუხისმგებლობა, სრული ტვირთი თუ სად იქნება საქართველო ეკისრება ხელისუფლებაში მყოფ ძალას. ეს ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ კანდიდატის სტატუსს, რაც არ უნდა ცუდი ხელისუფლება იყოს, ჩვენ უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“,- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მსგავსი თემები