,,ოპოზიციამ რაც არ უნდა გააკეთოს, ხელისუფლებას საშუალება აქვს, ქართველი ხალხის სათქმელი დასავლელ პარტნიორებს მიუტანოს”- იაგო ხვიჩია

„გირჩის“ წევრი, იაგო ხვიჩია ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება. დეპუტატის განცხადებით, ოპოზიციამ რაც არ უნდა გააკეთოს, ხელისუფლებას აქვს იმის საშუალება, რომ ქართველი ხალხის სათქმელი დასავლელ პარტნიორებს მიუტანოს.

„მიუხედავად იმისა, აწმყოში ყველაფერს ვაკეთებთ თუ არა, წარსულში იმდენი გვაქვს გაკეთებული და განსაკუთრებით რუსეთთან ბრძოლის თვალსაზრისით და ევროპული ღირებულებების გავრცელების მიმართულებით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. ჩვენზე დამოკიდებულია ჩვენი მომავალი, თუმცა ევროპელებისგან მხარდაჭერას და იმის აღიარებას ველოდებით, რომ ჩვენ დასავლური კულტურის შვილები ვართ.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, მასსა და რადიკალურ ოპოზიციას იმდენად სპეციფიკური და მგრძნობიარე ურთიერთობები გააჩნიათ, რომ საკუთარ თავს ამ ურთიერთობებში ჩარევის უფლებას ვერ მივცემ. როგორც წესი, ისინი ასე ერთობიან ხოლმე და ამას უფრო პოლიტიკური ინტრიგის სახე აქვს და არა ის, რომ ეს ყველაფერი რეალობასთან იყოს კავშირში. ოპოზიციამ რაც არ უნდა გააკეთოს, ხელისუფლებას საშუალება აქვს იმის, რომ ქართველი ხალხის სათქმელი დასავლელ პარტნიორებს მიუტანოს. შესაბამისად, სხვის ბოსტანში აქეთ კენჭების სროლა სწორი არ არის“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

,,ომის პარტია და მისი უცხოელი ლობისტები აქტიურად იბრძვიან იმისათვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს”- ირაკლი კობახიძე

მსგავსი თემები