რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი თანამშრომლების მასობრივი განთავისუფლების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თანამშრომლების მასობრივი განთავისუფლების შესახებ, უარყოფს რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინისტრაცია. კლინიკის დირექტორის ცნობით, სამედიცინო დაწესებულება მუშაობს ჰიბრიდულ რეჟიმში, რის გამოც მოხდა კოვიდ თანაშრომლების სხვადასხვა დეპარტამენტებში გადანაწილება.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლიანა ჭუმბურიძის განცხადებით, კლინიკაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია, რასაც ტექნიკური ხასიათი აქვს.

,,კლინიკაში გამოცხადებულია რეორგანიზაცია, რომელსაც აქვს ტექნიკური ხასიათი, რათა ხელი შეუწყოს ყველა იმ მიზნების და გეგმების შესრულებას, რაც გვაქვს დაგეგმილი,” – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა.

მსგავსი თემები