უკრაინა ისევ იარაღის მიწოდებას ითხოვს და პარტნიორებს მიმართავს

უკრაინაში საომარი მოქმედებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. პრეზიდენტი ზელენსკი კი ისევ პარტნიორებს მიმართავს და იარაღით დახმარებას ითხოვს.

„ყოველ დღე ვმუშაობთ ჩვენი დაცვის გასაძლიერებლად. ეს უპირველეს ყოვლისა არის იარაღის მიწოდება. ყოველდღე ვუახლოვდებით იმას, რომ ჩვენი არმია ტექნოლოგიურად და დამრტყმელი ძალით, ოკუპანტებზე აღმატებული იქნება. რა თქმა უნდა, ბევრი რამ პარტნიორებზეა დამოკიდებული, მათი მზადყოფნიდან, მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი, რაც თავისუფლების დასაცავად არის საჭირო. ველოდები კარგ ამბებს ამის თაობაზე, უკვე მომდევნო კვირას“, – აცხადებს პრეზიდენტი.

ზელენსკი მსოფლიოს ისევ სთხოვს, რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარონ: ​„ეს არის სამართლიანი და ასახავს ყოველდღიურ რეალობას, რომელიც ოკუპანტებმა უკრაინაში შექმნეს და ამის შემდგომ ევროპაში გატანა ძალიან სურთ. ეს იურიდიულად გამყარებული უნდა იყოს“.

 

მსგავსი თემები