გერმანიას იარაღთან დაკავშირებით უკრაინის მოთხოვნების შესრულება არ შეუძლია

გერმანიის მხარის განცხადებით, ქვეყანა, იარაღის მოთხოვნასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სურვილს ვერ შეასრულებს. როგორც გერმანიის ვიცე-კანცლერი რობერტ ჰაბეკი აცხადებს, რესურსი უკვე ამოწურულია.

„გერმანიას არ შეუძლია უკრაინის ყველა სურვილის დაკმაყოფილება,  რადგან ეს გარკვეულ დაძაბულობას გამოიწვევს. ვფიქრობ, ბრალდება იმის შესახებ, რომ გერმანია ძალიან ცოტას აკეთებს ურაინისთვის, მცდარია. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლისგანაც ხალხი სამართლიანად ითხოვს ბევრს. ასევე, ბოლო წლებში გერმანია ძალიან არაკრიტიკულად იყო განწყობილი რუსეთის ხელისუფლების მიმართ“, – აცხადებს ჰაბეკი.

მსგავსი თემები