„პუტინი მშვიდობიან მოლაპარაკებაზე არ წავა“ – აცხადებენ პენტაგონში

პენტაგონი რუსეთს ისევ მიმართავს და მოუწოდებს, უკრაინიდან ჯარები გაიყვანოს. როგორც პენტაგონის პრესსპიკერი აცხადებს, ამ ეტაპისთვის პუტინი უკრაინასთან მშვიდობიან მოლაპარაკებაზე არ წავა.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკვე განაცხადა, რომ , პუტინს შეუძლია, გააკეთოს სწორი რამ აქ და ახლა – გაიყვანოს ჯარები, დაჯდეს ზელენსკისთან მოლაპარაკებების მაგიდასთან და აწარმოოს კეთილსინდისიერი მოლაპარაკებები, თუმცა, ახლა არ ჩანს ასეთი მოლაპარაკებების იმედი“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.

მისი შეფასებით, პუტინს კონფლიქტის დიპლომატიურად დარეგულირების სურვილი არ გააჩნია.

„მან აჩვენა, რომ მზად არის, გააგრძელოს ომი დონბასში. ის აგრძელებს ჯარების გაზრდას, აღჭურვილობის შეყვანას და ახორციელებს ავიადარტყმებს უკრაინის ტერიტორიაზე“, -აცხადებს ჯონ კიბრი.

 

მსგავსი თემები