„მაიმუნის ყვავილის“ ვაქცინა უკვე არსებობს, გერმანიამ 40 00 დოზა შეუკვეთა

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის ინფორმაციით, ევროპაში გავრცელებული „მაიმუნის ყვავილის“ ვაქცინა უკვე შექმნილია და მსოფლიოს ქვეყნები მას აქტიურად იმარაგებენ. როგორც ინფექციონისტმა მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, ვაქცინა ერთ-ერთი დაცვის მექანიზმია.

„ამ ვირუსთან ეფექტურია „ყვავილის“ ვაქცინაც. ასევე, არსებობს „მაიმუნის ყვავილის“ ვაქცინაც, რომელიც 2019 წელს დარეგისტრირდა. რაც შეეხება ანტივირუსულ მედიკამენტებს, არსებობს დარეგისტრირებული ანტივირუსული მედიკამენტებიც. 18 მაისს დარეგისტრირდა ვენაში გასაკეთებელი ფორმაც იმათთვის, ვისთვისაც ყლაპვა იქნება გართულებული დამძიმებული მდგომარეობის გამო“, – აღნიშნა ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.

კითხვაზე, როგორ უნდა მოემზადოს საქართველო, იმ ფონზე, რომ ვირუსი ევროპაში ვრცელდება, ინფექციონისტმა გვიპასუხა, რომ ვაქცინაზე უნდა ვიფიქროთ.

„მზადყოფნა გამოხატული იქნებოდა იმაში, რომ დაგვეწყო ზრუნვა ვაქცინებზე. მოლაპარაკებები უნდა იქნას დაწყებული, რომ საჭიროების შემთხვევაში ქვეყანაში გვქონდეს ვაქცინის მარაგი და ანტივირუსული მედიკამენტები“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე თქმით, ის რომ ადამიანებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აქვთ გაკეთებული, ეს წინააღმდეგობაში არ მოდის და ხელს არ უშლის „მაიმუნის ყვავილის“ ვაქცინაციას.

„ქვეყნები ვაქცინებს უკვე იმარაგებენ. მაგალითად, გერმანიამ 40 000 დოზა შეუკვეთა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი მილიონბით ვაქცინის მარაგი შექმნა“, – განაცხადა ბუწაშვილმა მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები