„მაიმუნის ყვავილი“ სქესობრივი გზითაც ვრცელდება და განსაკუთრებული რისკია ჰომოსექსუალებში

ევროპაში გავრცელებული ახალი ვირუსი – „მაიმუნის ყვავილი“ სიმპტომებთ გრიპს ჰგავს, თუმცა, 3 დღის შემდეგ გამონაყარი ვითარდება. კიდევ რა სიმპტომები ახასიათებს „მაიმუნის ყვავილს“ და როგორც უნდა ამოვიცნოთ ის, ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა მედიაცენტრ მთავართან ისაუბრა.

როგორც ინფექციონისტმა აღნიშნა, ვირუსი წვეთოვანი გზით ვრცელდება, ასევე ბიოლოგიურ სითხეებზე მჭიდრო კონტაქტით.

„ეს არის ვირუსული ტიპის ინფექცია, ჰგავს ყვავილის ვირუსს. იწვევს დაავადებას, რომელსაც აქვს უფრო მსუბუქი სიმპტომები. იწყება მაღალი სიცხით, გრიპის მსგავსი სიმპტომით. ახასიათებს თავის ტკივილი და ლიმფური ჯირკვლების გადიდება., სამ დღეში იწყება გამონაყარი სახიდან, შემდეგ კი სხეულის სხვა ნაწილებზე ვრცელდება. სპეციფიკურია, რომ ხელის და ფეხის გულებზეც ფიქსირდება გამონაყარი. თანდათანობით, გამონაყარის ელემენტებში ჩნდება სითხე, გადაიქცევა ბუშტუკებად ჩირქოვანი შიგთავსით. შემდეგში ბუშტუკები იფარება ფუფხებით და შეუძლია დატოვოს ნაწიბურები“, – განაცხადა ბუწაშვილმა მედიაცენტრ მთავართან.“

ინფექციონისტის ინფორმაციით, წამყვანია სქესობრივი  გზით გადაცემა. გაცილებით მაღალი რისკია ჰომოსექსუალებში.

მსგავსი თემები