„გაფუჭებული, „ბატარეადამჯდარი“ რუპორივით ნუ საუბრობთ“ – მინისტრი დეპუტატს

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს „ბატარიადამჯდარი“ უწოდა და სიმშვიდისკენ მოუწოდა. მანამდე კი, პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან ანი წითლიძემ რატი ბრეგაძე მონად მოიხსენია.

„დამშვიდდით, გეტყობათ კლასიკური აქტივისტობა. ნამდვილად გეტყობათ, რომ მთავარია ადამიანს არ აცადოთ საუბარი. ეს არის თქვენი ერთადერთი დანიშნულება“ – მიმართა მინისტრმა დეპუტატს და რამდენჯერმე მოუწოდა დამშვიდებისკენ.

„დამშვიდდით, შეურაცხყოფისგან თავი შეიკავეთ და გაფუჭებული, „ბატარეადამჯდარირუპორივით ნუ საუბრობთ, რომელსაც რასაც ჩასძახებენ, იმასაც ბოლომდე ვერ ამოიძახებს. პირდაპირ გეუბნებით, ამის უნარიც არ გაქვთ. თავი შეიკავეთ და ზრდილობიანად მოიქეცით“, – მიმართა პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან მინისტრმა დეპუტატს.

წითლიძეს ბრეგაძე რეპლიკის გარეშე არ დაუტოვებია და მისი სწავლის დაფინანსებისთვის მიშა სააკაშვილიც მიაწყევლა.

„მიშას გაუხმა თავი, შენ რომ სწავლა დაგიფინანსა“ – მიაძახა წითლიძემ ბრეგაძეს.

 

მსგავსი თემები