„შეაყარე კედელს ცერცვი“ – გიორგი ვაშაძე პრემიერზე

“შეაყარე კედელს ცერცვი”, – ასე აფასებს “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი გიორგი ვაშაძე ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლას.

მისი თქმით, მთავრობა ორიენტირებულია ტყუილებზე.

“ჩვენ გვქონდა კონკრეტული წინადადებები, 7 პუნქტიანი გეგმა, რომელიც შევთავაზეთ, თუმცა, მათგან პასუხი არის მხოლოდ ტყუილი, ცრუ ბრალდებები და მუქარა. მარტივად რომ შევაჯამოთ, დღევანდელი დღე არის “შეაყარე კედელს ცერცვი”, ზუსტად ამ ვითარებაში ვიმყოფებით. იგონებენ ტყუილებს და ამაზე საუბრობენ. გული მწყდება, რომ ამ ისტორიული შესაძლებლობის დროს, ხელისუფლებაში გვყავს ძალა, რომელიც ერთიანობაზე ამბობს უარს, გახლეჩილობაზე დებს ფსონს და რომელიც აკეთებს ყველაფერს, რომ უარი მივიღოთ კანდიდატის სტატუსზე“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში პრემიერის გამოსვლის საპასუხოდ.

მსგავსი თემები