,,როგორც კი კრიმინალები წავლენ პოლიტიკიდან, ჩვენ გავხდებით ევროპული ქვეყანა” – ირაკლი კობახიძე

ფრაქცია ,,ქართული ოცნების” ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანას  ძლიერი ოპოზიცია სჭირდება. მისი თქმით, როდესაც ქართული პოლიტიკიდან წავლენ გარკვეული პირები, საქართველო მაშინვე გახდება ევროპული ქვეყანა.

,,დღემდე,სამწუხაროდ, ძალთა ბალანსი არის ჭარბად ჩვენს მხარეს. ეს არის სამწუხარო მოვლენა, იმიტომ, რომ ქვეყანას სჭირდება ძლიერი ოპოზიცია. დღეს მკითხეს ჟურნალისტებმა რა აკლია ჩვენს ქვეყანას იმისათვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. აკლია რა, ძლიერი პოლიტიკური სისტემა. პოლიტიკური სისტემა, სადაც ოპოზიცია არის ასეთი სუსტი და ასეთი უშინაარსო, არის შორს იმ სტანდარტებისგან, რაც არის ევროპის ქვეყნებში, თუმცა ესეც გამოსწორდება.

ოპოზიცია გაძლიერდება, ოპოზიცია გაჯასანღდება, როგორც კი კრიმინალები წავლენ პოლიტიკიდან და ეს საბოლოოდ აუცილებლად მოხდება. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა. ევროპულ ქვეყანაში არ შეიძლება, დიდხანს იყვნენ კრიმინალები პოლიტიკაში, როგორც კი ქართული პოლიტიკა გათავისუფლდება კრიმინალებისგან: სააკაშვილი, გვარამია და სხვები, მაშინვე ჩვენ გავხდებით ევროპული ქვეყანა. ჩვენთვის არის შინაარსობრივად და ორგანულად მიუღებელი ის, რომ სააკაშვილი გვარამია და სხვები დღეს არიან ქართული პოლიტიკის ნაწილი, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა”,-  განაცხადა  კობახიძემ.

მსგავსი თემები