,,სამწუხაროდ, მედიის ნაწილი გაშუქების ნაცვლად თავად ქმნის ამბავს”- შალვა პაპუაშვილი

,,ძვირფასო ჟურნალისტებო, ის ლოჟა, სადაც თქვენ იმყოფებით, ეს არის ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ლოჟა იმისთვის, რომ განახორციელოთ ჟურნალისტური საქმიანობა; სინამდვილეში, თქვენ ამით გადმოფინეთ ის პრობლემა, რომელიც ჩვენს მედიაშია,”– აღნიშნული განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

პაპუაშვილმა სიტვით მიმართა იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც  „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მხარდამჭერი ბანერი გადმოფინეს პარლამენტის ლოჟიდან.

„სამწუხაროდ, მედიის ნაწილი, ნაცვლად იმისა, რომ აშუქებდეს ახალ ამბებს, თავად არის ახალი ამბების შემქმნელი. ახლა სწორედ ამით ხართ დაკავებული, რომ ქმნით ახალ ამბავს და არა აშუქებთ ახალ ამბავს. ამ შემთხვევაში, თქვენ ჟურნალისტების ლოჟით სარგებლობთ არა იმ პროფესიული დანიშნულებით, რომლისთვისაც ეს არის გამოყოფილი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები