,,პრეზიდენტის განცხადება სასამართლოზე იყო სირცხვილი” – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასამართლოსთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის  განცხადება სირცხვილი იყო. მისი თქმით, მსგავსი განცხადებები საზეიმო დღესასწაულზე არ უნდა კეთდებოდეს.

„ჯერ ერთი, 26 მაისს, საზეიმო დღეს, როდესაც არ იცი, რაზე უნდა ისაუბრო, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ამაზე უნდა მივანიშნოთ საქართველოს პრეზიდენტს, რათა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი. ეს არია სერიოზული პრობლემა. ამ არასწორი განცხადებით მან სცადა სასამართლო სისტემის ინსტიტუტის რეპუტაციის დაზიანება, თუმცა სინამდვილეში, დააზიანა პრეზიდენტის ინსტიტუტი. ეს არია რელობა“, – აღნიშნა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, განცხადების გაკეთებამდე კონტექსტი უნდა გაითვალისწინოს პრეზიდენტმა.

„ოპოზიცია როდესაც აკეთებს არგუმენტების გარეშე განცხადებებს, ეს ერთია; მაგრამ როდესაც პრეზიდენტი აკეთებს არგუმენტების გარეშე განცხადებებს და თავს ესხმის სახელმწიფო ინსტიტუტს, ეს არის, ბუნებრივია, სერიოზული პრობლემა და სერიოზული გადახვევა იმ როლიდან, რაც აქვს პრეზიდენტს, როგორც ინსტიტუტების გარანტს. ეს არის ძალიან მარტივი პასუხი.

თუმცა ეს თავისთავად აღსანიშნიც შეიძლება არ ყოფილიყო იმ ფონზე, როდესაც გუშინ პრეზიდენტმა პრაქტიკულად აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მოიხსენია, როგორც მეზობლები და საუბარი ჰქონდა მათ სუვერენობაზე. ამ ფონზე, სასამართლოსთან დაკავშირებული არასწორი განცხადება არის არაფერი“, – განაცხადა კობახიძემ.

26 მაისის ღონისძიებაზე გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა და ცოტა არ იყოს სირცხვილია, რომ დღეს აღნიშნული მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ გრძელდება.

მსგავსი თემები