,,ქართველი ხალხი არ იმსახურებს სიღატაკეს, არ იმსახურებს კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვას ”- რომან გოცირიძე

,,ქართველიხალხი არ იმსახურებს სიღატაკეს, არ იმსახურებს ბიძინა ივანიშვილს, არ იმსახურებს არაფორმალურ მმართველობას, არ იმსახურებს კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვას, არ იმსახურებს კორუმპირებულ მოსამართლეებს,  პოლიტპატიმრებს, მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას და სხვათა უსამართლოდ დაპატიმრებას”, – ამის შესახებ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძემ მთავრობას მოუწოდა, მხარი დაუჭირონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და პასუხისმგებლობა დააკისრონ რუსეთს ომის დანაშაულებზე.

,,საქართველოს დღევანდელ ეპოქის შესაფასებლად, ერთი ისტორიული ფრაზა არის საკმარისი, რომელიც შევა წიგნებში. აი, რა თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ქართველი ხალხი სჯობია მის მთავრობას – ეს არის ვერდიქტი, გამოტანილი ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ”,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი თემები