სომხეთმა მარცვლეულის ექსპორტი აკრძალა

სომხეთმა ხორბლის, წიწიბურას, სიმინდის, მზესუმზირის თესლისა და ქერის ექსპორტი ექვსი თვით აკრძალა. აღნიშნუნლი გადაწყვეტილება სომხეთის მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მარცვლეული პროდუქტების სომხეთის ადგილობრივი წარმოება ქვეყნის საჭიროებებს ვერ აკმაყოფლებს და ეს ხდება ძირითადად იმპორტის ხარჯზე.

აკრძალვა არ ვრცელდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებზე.

მსგავსი თემები