“ხშირად, საქმე გვაქვს სკოლის დირექტორების უპასუხისმგებლობასთან” – მინისტრი

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული პრობლემების მიმართ, სკოლის დირექტორები ხშირად, უპასუხისმგებლობას იჩენენ. არსებობს ისეთი საკითხები, რომლის მოგვარება ადგილზეა შესაძლებელი და სამინისტროს მხრიდან ჩარევა არ საჭიროებს.

როგორც მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ამ თვალსაზრისით სერიოზული პრობლემაა ქვეყნის რეგიონებში. განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო განაგრძობს სკოლების მონიტორინგს, რაც აქამდეც კეთდებოდა.

“ძალიან ბევრი პრობლემაა რეგიონებში ისეთი, რაზეც შეიძლება დირექტორებმა აიღონ პასუხისმგებლობა და ადგილზე გადაჭრან. დამოკიდებულება – სანამ ვიღაცა არ დამავალებს და არ მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას, არაფერს გავაკეთებ, ჩვენთვის მიუღებელია. არის პრობლემები, რომელთა გადაჭრასაც არ სჭირდება არც დედაქალაქისგან და არც მუნიციპალიტეტისგან მითითება, ხშირად საქმე გვაქვს დაუდევრობასა და უპასუხისმგებლობასთან და ეს ყველაფერი შესაძლებელია ადგილზე გადაიჭრას“, – განაცხადა მინისტრმა.   

მსგავსი თემები