რუსული ძალები დონსბასს უტევენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ჯარები სევეროდონეცკისა და მიმდებარე დასახლებების მიმართულებით შეტევას აგრძელებენ. ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ერთ-ერთი სოფელი, მედნა რუდა აიღეს.

გენშტაბის ინფორმაციით,  ბელგოროდისა და ვორონეჟის რაიონებში ოკუპანტები აგრძელებენ რეზერვების მომზადებას და მარაგის შევსებას, შემდგომი შეტევის გასაახლებლად.

უწყების ცნობით, რუსული მხარე არ წყვეტს შეტევითი ოპერაციების განხორციელებას აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში და აგრძელებს სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.

მსგავსი თემები