ვლადიმერ პუტინი სანქციების მოხსნას ითხოვს

კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინსა და მარიო დრაგის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრის დროს, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა მარცვლეულის ექსპორტისთვის, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნის სანაცვლოდ.

„ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია მზად არის, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს სასურსათო კრიზისის დაძლევაში მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტით, დასავლეთის მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებული შეზღუდვების მოხსნის პირობით“ – აღნიშნულია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

 

მსგავსი თემები