,,საქართველოს ურყევი ნებაა გახდეს ევროკავშირის წევრი“ – მიხეილ ყაველაშვილი

პარტია ,,ქართული ოცნების”  წევრის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველოს მტკიცე გადაწყვეტილებაა გახდეს ევროკავშირის წევრი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მშვიდობა და სტაბილურობა, რადგან ქვეყანას განვითარების მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს.

„ერთიანია პოზიცია, რომ მშვიდობა იყოს ჩვენ ქვეყანაში, სტაბილურობა, რომ უფრო მეტი შესაძლებლობა გვქონდეს განვითარების. დარწმუნებული ვარ, ამას გაიგებენ ევროპარლამენტში, რომ საქართველოს ურყევი ნებაა გახდეს ევროკავშირის წევრი“,- აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

მსგავსი თემები