,,ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ უკრაინის გამარჯვებისთვის სამხედრო დახმარებისა და სანქციების გზით”- ლიზ ტრასი

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, რუსეთის მიმართ კომპრომისი არ უნდა განიხილებოდეს. მისი თქმით, დასავლეთმა ისტორიის გაკვეთილები უნდა ისწავლოს და გაგრძელდეს მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.

„დასავლეთმა უნდა ისწავლოს ისტორიის გაკვეთილები მას შემდეგ, რაც პუტინს საქართველოში, ყირიმსა და დონბასში შეჭრამდე დაუთმეს. შემაძრწუნებელია, რომ ვლადიმერ პუტინი ცდილობს, მსოფლიოს გამოსასყიდი დაუწესოს. რუსული აგრესიის დამშვიდება არ შეიძლება, მასთან ძალით შეხვედრაა საჭირო. ჩვენ უნდა ავიცილოთ თავიდან უკრაინაში გაჭიანურებული და მტკივნეული კონფლიქტის განვითარება. ჩვენ უნდა ვიყოთ დაუნდობლები და ვიბრძოლოთ უკრაინის გამარჯვებისთვის სამხედრო დახმარებისა და სანქციების გზით. ახლა ამაჩქარებლის პედლიდან ფეხს ვერ მოვხსნით“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.

 

მსგავსი თემები