ავარიას მარნეულში 2 ადამიანი ემსხვერპლა

მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ჯერ არასრულწლოვანს შეეჯახა, შემდეგ კი კედელს. ავარიის შედეგად, ავტომობილის მძღოლი და არასრულწლოვანი დაიღუპნენ.

მომხდარის შესახებ გამოძიება დაიწყო.

მსგავსი თემები