,,რუსეთის პოზიცია სწორი და გამართლებულია“ – ვლადიმერ პუტინი

ვლადიმირ პუტინმა „ევრაზიის ეკონომიკური ფორუმის“ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ,,დიდი ევრაზიული პარტნიორობა” პოლიტიკურ და ეკონომიკურ არქიტექტურას შეცვლის მთელ კონტინენტზე.

„დიდი ევრაზია – გადაჭარბების გარეშე, დიდი ცივილიზაციური პროექტია და მისი მთავარი იდეაა რეგიონული ორგანიზაციებისთვის თანაბარი თანამშრომლობის საერთო სივრცის შექმნა. დიდი ევრაზიული პარტნიორობა შექმნილია იმისთვის, რომ შეცვალოს პოლიტიკური და ეკონომიკური არქიტექტურა, გახდეს სტაბილურობისა და კეთილდღეობის გარანტი მთელ კონტინენტზე – და რა თქმა უნდა, ყველა ხალხის განვითარების მოდელების, კულტურისა და ტრადიციების მრავალფეროვნების გათვალისწინებით“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, დიდი ევრაზიული პარტნიორობის ინიციატივას ახლა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

პუტინის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები მსოფლიო საზოგადოების ყველა წევრზე ახდენს გავლენას, გარდა რუსეთისა.

„ასეთი ინფლაცია განვითარებულ ეკონომიკაში 40 წელია არ ყოფილა და ეს არ არის ხუმრობა. რაც არ უნდა სტაბილური იყოს იმ ქვეყნების ეკონომიკა, რომლებიც ამჟამინდელ „შორსმჭვრეტელ პოლიტიკას“ ატარებენ, მსოფლიო ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობა აჩვენებს, რომ რუსეთის პოზიცია სწორი და გამართლებულია, – განაცხადა პუტინმა.

 

მსგავსი თემები