,,პუტინმა არ უნდა მოიგოს მისი ომი უკრაინაში”- ოლაფ შოლცი

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ პუტინმა ომი უკრაინაში არ უნდა მოიგოს.

,,პუტინმა არ უნდა მოიგოს მისი ომი უკრაინაში და დარწმუნებული ვარ, რომ ვერ მოიგებს. პუტინს უნდა გავაცნობიერებინოთ, რომ არ იქნება ნაკარნახევი მშვიდობა, უკრაინა არ მიიღებს ამას და არც ჩვენ” ,-განაცხადა შოლცმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერის განცხადებით, რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება დასასრულს უახლოვდება.

მსგავსი თემები