,,მოგესალმებით ევროპულ ოჯახში, როდესაც დემოკრატიზაციის გზაზე დაბრუნდებით”- ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და  განცხადებას ავრცელებს. კრამონი აღნიშნავს, რომ საქართველო ახლა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, რადგან რუსეთის მიერ ქართული მიწების ოკუპაცია გრძელდება.

,,ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლობის ფასი ყველაზე კარგად იცის. გასულ საუკუნეში, თქვენ ის ორჯერ გამოაცხადეთ, პირველად, რუსეთის იმპერიიდან, ხოლო შემდეგ საბჭოთა კავშირიდან. დამოუკიდებლობა ადვილი არ არის, ის ბრძოლასა და შრომას მოითხოვს. ამ რთულ დროს, საქართველო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. რუსეთის მიერ ქართული მიწების ოკუპაცია გრძელდება. ჩვენ, საქართველოს მეგობრები, ე.წ. არჩევნებს ან ე.წ. რეფერენდუმს, რუსეთთან ,,შეერთების” შესახებ, არასოდეს ვაღიარებთ. ჩვენ, თქვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაში თქვენთან ერთად ვდგავართ. დამოუკიდებლობა ასევე ნიშნავს თქვენს აწმყოზე პასუხისმგებლობის აღებასა და თქვენი მომავლის განსაზღვრას. ქართველებმა, უმრავლესობით ევროპული მომავალი აირჩიეს. თქვენი ღირებულებებითა და იდენტობით, მოგესალმებით ევროპულ ოჯახში, როდესაც დემოკრატიზაციის გზაზე დაბრუნდებით. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!” – წერს კრამონი.

მსგავსი თემები